ძლიერი წვიმა თბილისში

მდინარე ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა

თავშესაფარში ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული დაღუპულ ცხოველთა რიცხვი გაიზარდოს. არსებული ინფორმაციით მდინარე ვერემ გაიტაცა კიდევ რადმდენიმე ძაღლიც, თუმცა უცნობია მათი კონკრეტული რაოდენობა. ამ წუთებში თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

თავშესაფრის შესახებ

თავშესაფარი დაარსდა 2006 წელს და 700მდე უპატრონო ძაღლი ბინადრობს. თავშესაფარში სრულიად ჯანმრთელი და ვაქცინირებული მეტისები და სხვადასხვა ჯიშის ძაღლები არიან. მათ აქვთ ორჯერადი სრულყოფილი კვება და ვეტერინარული მომსახურება. თავშესაფრის მიზანია მისი ბინადრების გადარჩენა და შემდგომ მათთვის ახალი პატრონის მონახვა.

ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა მიაკითხოს თავშესაფარს და აიყვანოს რომელიმე ბინადარი. ძაღლის აყვანისთვის მხოლოდ ერთი პირობის შესრულებაა საჭირო, პატრონმა მას სათანადოდ უნდა მოუაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძაღლს უკან დააბრუნებენ თავშესაფარში, რადგან აყვანის შემდეგ ხდება შემოწმება თუ რა პირობებში ჰყავს ახალი ბინადარი ახალ პატრონს. ძაღლის აყვანისას არ ხდება თანხის გადახდა.

დილიდან თავშესაფრის facebook გვერდზე წერენ პოსტებს, დებენ იქ მობინადრე ძაღლების და ცხოვლებეის ფოტოებს.

https://www.facebook.com/TamazElizbarashviliDogShelter

11406710_10152924537161659_1724680720730826227_o

ფოტო: facebook

 

შეფერხება ქუჩებში

ძლიერმა წვიმამ ასევე თბილისში შეაფერხა მოძრაობა. წვიმადაახლოებით 1 საათი გრძელდებოდა და ამ დროის განმავლობაში დაიტბორა ქუჩები, წააქცია ხე მტკვირს მარცხენა სანაპიროზე, რამაც გარეგანათების ბოძები დააზიანა. ინციდენტის გამო რამდენიმე უბანს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.

 

დატბორილი ქუჩები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, ღამის განმავლობაში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად აკვირდებოდა თბილისის მერი. დღეს კი, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მერიაში საგანგებო თათბირი გაიმართება.

ნალექის გამო, წყნეთის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც უკვე ვთქვით მდინარე ვერე ადიდდა. მოვარდნილმა წყალმა სახლები დატბორა. დაზარალებულია 5 ოჯახი.  გვიან ღამემდე ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები და ვაკის გამგებელი.

დახმარება დაზარალებულებს

mqdefault

„თბილსერვისის“ დირექტორის მოადგილემ თბილისში წვიმის შემდეგ განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შესახებ მერიაში გამართულ თათბირზე ისაუბრა.როგორც ლევან ჯღარკავამ განმარტა, რთული წერტილი იყო მამა დავითის აღმართი, ასევე სოლოლაკის ზედა მხარე, დიდი დიღომი და სანაპირო, სადაც იყო ნიაღვარი.მისი მტკიცებით, ოპერატიულად გაიწმინდა სანიაღვრე ქსელები. „თბილსერვისის“ წარმომადგენელი 12 საათისთვის ყველა ცენტრალური ქუჩის გაწმენდას და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის პირობას იძლევა.

მეფე

ირაკლი ჩარკვიანი (19ნოემბერი, 1961 —  24 თებერვალი, 2006) — ქართველი მუსიკოსი, პოეტი და წიგნის ავტორი.

ფოტო: weheartit

ფოტო: weheartit

  • “თუ მართლა ბედნიერი გინდა იყო, არ უნდა ატეხო ბრძოლა ბედნიერებისთვის”
  • “თუ მართლა ბედნიერი გინდა იყო, არ უნდა ატეხო ბრძოლა ბედნიერებისთვის”

“მშვიდი ცურვა” რომლის ცაკითხვის დროსაც მეგონა, რომ ავტორს ვესაუბრებოდი. ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ძალიან სიღრმისეული წიგნი. დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა. ვცდილობდი გამეგო მისი სათქმელი, აზრები. მეფე საკმაოდ ბევრს საუბრობდა მისი წიგნის შესახებ:

  • “ძნელია მოუყარო თავი იმას, რასაც საკუთარი მე დაარქვი”
  • “მე არავინ მიმიტოვებია, მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი”
  • “ეს წიგნი საერთოდ არ ჰგავს წიგნს, მაგრამ საოცრად მგავს მე”
  • “მოდით ერთხელ მაინც არ ვითამაშებ და წიგნში მაინც ვიქნები ისეთი, როგორიც ვარ. თქვენ იტყვით, რომ არავინ მთელ დედამიწის ზურგზე არ იცის, როგორია თვითონ, უბრალოდ სწავლობს, სიცოცხლის ბოლო წუთამდე არკვევს და ვერ გაურკვევია. არც მე არ ვიცი როგორი ვარ სინამდვილეში და ამ წიგნის დაწერის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ ეს არის. მხოლოდ თქვენთან ერთად შევძლებ ამის გაგებას.. ამიტომ მინდა, სანამ გვაქვს დრო, ერთად ვიყოთ იმ მარადიულ განზომილებაში, რომელსაც მსოფლიო ლიტერატურა ჰქვია”
  • “თბილ და აფხაზურად მოლივლივე ტალღების გასწვრივ ვიწექით  მეოცნებენი, ოცი წლის მეგობარი და ერთი წამითაც კი ვერ წარმოვიდგენდით, რომ ერთ–ერთ ჩვენთაგანს თვითმფრინავის გატაცების გამო დახვრეტდნენ, მეორე შალის კაშნეზე ჩამოიხრჩობდა თავს, მესამე კი ანუ მე, ორმოცდაორი წლის ასაკში უკვე მესამედ გარდავიცვლებოდი და ისევ დავბრუნდებოდი უკან და ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მართალი წიგნი დამეწერა თქვენთქვის”

“არაფრის მრცხვენია, უსირცხვილო ვარ”…  

ფოტო: weheartit

ფოტო: weheartit

მიყვარს – მუსიკა; 
ვოცნებობ – მშვიდობაზე; 
ვფიქრობ – შვილებზე; 
მძულს – ტყუილი;
ვნანობ – არაფერს; 
კმაყოფილი ვარ – მუსიკით; 
მენატრება – ცა; 
მსურს – ბევრი რამ; 
მაღიზიანებს – ბევრი რამ – ჯურნალისტების დაბალი კომპეტენცია; 
ვგრძნობ – ყველაფერს; 
მეშინია – არაფრის; 
ვიცი – არაფერი; 
არ ვიცი – არაფერი; 
შემიძლია – ყველაფერი; 
არ შემიძლია – ყველაფერი; 
ვმეგობრობ – ყველასთან; 
ვაპატიებ – თითქმის ყველაფერს – მართალ შემოქმედს ყველაფერს, “სიაფანდს” – არაფერს; 
ვტირი – თითქმის არასოდეს; 
ვიცინი – ყოველდგიურობაზე; 
ვეძებ – სიმყუდროვეს; 
ღირსი ვარ – ვიყო ის, რაც ვარ; 
ვჩხუბობ – კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება; 
ვკარგავ – დროს; 
მშურს – არაფრის; 
ვემალები – ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ; 
ვემტერები – თაღლითებს; 
მაინტერესებს-ყველაფერი; 
არ მაინტერესებს – უნიჭო შემოქმედება;
მახსოვს – დაბადების პირველი 2 წელი; 
მრცხვენია – არაფრის, უსირცხვილო ვარ; 11245350_841422682574153_936485374_n
უარვყოფ – მარქსიზმს; 
ვავადმყოფო ბ -იშვიათად; 
ვმალავ – არაფერს; 
ვინახავ – ფულს ბანკში; 
მწამს – მუსიკის; 
მიკვირს – ყველაფერი ახალი;  
მიხარია – ის, რომ მამა ვარ; 
ვჭორაობ – პოლიტიკაზე; 
ვდარდობ – იშვიათად; 
ვამაყობ – საკუთარი სიმღერებით; 
ვაკეთებ – საკუთარ სიმღერებს; 
ვეფერები – საკუთარ შვილს და ცხოველებს; 
მსიამოვნებს – ოჟახური სიმყუდროვე; 
მესიზმრება – გამთლიანებული საქართველო; ვ
ეხმარები – შეძლებისდაგვარად ყველას; 
ვეწევი – სიგარეტ “კენტს”; 
მწყინს – როცა მატყუებენ; 
ვხარჯავ – ენერგიას; 
ვღალატობ – ხანდახან პრინციპებს; 
ვკამათობ – გემოვნებაზე; 
ვუხეშობ – საკუთარ ძაღლთან; 
ვუსმენ – მოცარტს; 
ვყოყმანობ – იშვიათად; 11225509_841422692574152_1581651155_n
ვკითხულობ – წიგნებს ცხოველებზე; 
ვამზადებ – ყავას; 
ვუყურებ – კომპიუტერის მონიტორს; 
ვკლავ – არავის; 
ვაფუჭებ – არაფერს; 
ვცხოვრობ – მშვიდად; 
ვცემ – არავის; 
ვყვირი – არასოდეს; 
ვმღერი – ყოველთვის; 
ვასრულებ – საკუთარ სიმღერებს; 
დავდივარ – ძაღლის გასასეირნებლად; 
ვმკურნალობ – მოჭარბებულ ემოციებს; 
ვერიდები – ალკოჰოლურ სასმელებს; 
ვთამაშობ – კომპიუტერულ თამაშებს; 
ვიტყუები – არასდროს; 
ვეთაყვანები – დიდ კომპოზიტორებს; 
ვგიჟდები – საკუთარ შვილებზე – 18 წლის მაქსიმეზე და პატარა ნანაზე; 
ვაგროვებ – საკუთარ გამოცდილებას; 
ვიხდი – ყველაფერს; 
ვეჭვიანობ – არაფერზე; 
”ვკაიფობ” – ყველაფერზე; 
ვიზიდავ – ყველას; 
ვალამაზებ – ყველაფერს.
                                                 თქვენი მეფე!”